ახალ საპენსიო სისტემაში მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიმომხმარებელი ნოუტბუკთან
მომხმარებელი ნოუტბუკთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის ინსტრუქცია აიტვირთა

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ამოქმედდა შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა, რომელშიც დასაქმებულ მოქალაქეებს უკვე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ.

რეგისტრაცია საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის არის საჭირო. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა ბაზაში ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, მისი დასახელების შეტანა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მითითება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შენატანების განხორციელების ინსტრუქცია არის განთავსებული.

ყვარელი - Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა დაასახელეს

საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს - ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

ხელისუფლების ვარაუდით, ეს სისტემა პენსიონერებს მისცემს ხვალინდელი დღის რწმენას და უზრუნველყოფს ღირსეულ და მდიდარ სიბერეს.

საქართველოში პენსიები გაიზარდა >>

ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იგივე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო - 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს, და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა 60 ათას ლარს არ აჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0