თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა სოფელ ცაისში გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელს შეეჯახა. შედეგად ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.