თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 2018 წელს დასრულდა 54 ინფრასტრუქტურული პროექტი და დაიწყო 70 ახალიპროექტი, ნათქვამია ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო წყნეთი–ბეთანიის ოთხკილომეტრიანი გზს მშენებლობა. გზა 2015 წლის 13 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაინგრა. ამ პროექტის განხორციელებაზე 12 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემა, რომელი გზაზე მსგავსი ინციდენტის გამეორებას გამორიცხავს. გარდა ამისა, დასრულდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები.
მუნიციპალური განვთარების ფონდა გასულ წელს ასევე გაარემონტა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, დუშეთის ცენტრალური პარკი, ფაქტობრივად, დაასრულა კობი–გუდაურის შვიდკილომეტრიანი საბაგირო გზის მშენებლობა.
სულ, 2018 წელს გარემონტდა 217 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზები, 20 ხიდი. აშენდა 23 ხიდი, ჩქაროსნული გზის 18 კილომეტრი. ფონდმა დაასრულა ნაპირსამაგრი სამუშაოების 17 პროექტი.
რაც შეეხება 2019 წელს, უწყება გეგმავს დუშეთის სახლების რეაბილიტაციას, ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციას, თბილისის მეტროს რეაბილიტაციას, ასევე მარშალ გელოვანის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის აშენებას.