მეხანძრე-მაშველებს დღეს ახალ ფორმებს გადასცემენ

© Sputnik / Alex Shlamovმეხანძრეები
მეხანძრეები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სპეცფორმები განსხვავებული დიზაინის იქნება.

თბილისის, 1 იანვარი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები ახალ ფორმებს მიიღებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მეხანძრე-მაშველებს ფორმებს დღეს  გადასცემენ.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
სახანძროებს რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ტექნიკით უზრუნველყოფენ

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  2019 წლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყოველწლიურად მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფორმებს ორჯერ, ზამთარსა და ზაფხულში შეიძენს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაარსების დღიდან მიმდინარეობს მეხანძრეებისა და მაშველების სამსახურის აქტიური პოპულარიზაცია. რეფორმის ფარგლებში მათ ხელფასი გაეზარდათ, ხოლო მთიან რეგიონებში მაღალი გამავლობის ავტომობილები და სპეციალური წყალმზიდები გადაეცათ. გარდა ამისა, სამსახურში მეხანძრე-მაშველის პოზიციაზე ქალებსაც აიყვანენ.

ყველა ახალი ამბავი
0