სახანძროებს რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი ტექნიკით უზრუნველყოფენ

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალური-ტექნიკური ბაზა სამი წლის განმავლობაში მთლიანად განახლდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მეხანძრე-მაშველებთან შეხვედრაზე.

საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ >>

სამსახური 2017 წლის ნოემბერში საგანგებო სიტუაციებზე უკეთესი რეაგირებისთვის შეიქმნა.

„უწყების ბიუჯეტი გავზარდეთ და 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულიად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, თითოეული მეხანძრე-მაშველი - ნამდვილი გმირია.

ფონიჭალაში სახლის აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
ზემო ფონიჭალაში აფეთქებული კორპუსის მცხოვრებლებს დროებით სხვაგან დააბინავებენ

„ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეხვედრაზე პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს თავდადებული მუშაობისთვის ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ. ისინი სიცოცხლისთვის რისკის ფასად ადგილზე შვიდი საათის განმავლობაში მუშაობდნენ და დაკარგულებს ეძებდნენ. საღამოსთვის გაირკვა, რომ დედა და მცირეწლოვანი შვილი სამშენებლო ფილის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია“, - აღნიშნა ბახტაძემ.

აფეთქება 15 ნოემბერს დილით საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. დაშავდნენ 6 წლის გოგონა, მისი დედა და ბაბუა. ისინი მძიმე მდგომარეობაში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსში ზედა და ქვედა ბინები დაზიანდა.

საზღვაო–მაშველების რიგებს მალე ქალები დაიკავებენ >>

რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მისი დაარსების დღიდან მიმდინარეობს მეხანძრეებისა და მაშველების სამსახურის აქტიური პოპულარიზაცია. რეფორმის ფარგლებში მათ ხელფასი გაეზარდათ, ხოლო მთიან რეგიონებში მაღალი გამავლობის ავტომობილები და სპეციალური წყალმზიდები გადაეცათ. გარდა ამისა, სამსახურში მეხანძრე-მაშველის პოზიციაზე ქალებსაც აიყვანენ.

ყველა ახალი ამბავი
0