რამდენ პაციენტს დასჭირდა 2018  წელს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს დამატებითი სამედიცინო მომსახურებისთვის   ჰოსპიტალიზაცია  210 ათასზე მეტ პაციენტს დასჭირდა

თბილისი, 1 იანვარი -  Sputnik. გასული წლის განმავლობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 660 ათასამდე  პაციენტს მოემსახურნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

 ფოიერვერკების შოუ - Sputnik საქართველო
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ქუთაისსა და რუსთავში 6 ადამიანი დაშავდა

2018 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ჯამში 710 ათასზე მეტი  გამოძახება დაფიქსირდა. მათგან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისთვის   ჰოსპიტალიზაცია 210 ათასზე მეტ პაციენტს დასჭირდა.  კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ კი 18 868 შეადგინა, მათგან   1,6 ათასი  უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს.

დღეისათვის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი  300-მდე  ახალ, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილ სპეცმანქანას ითვლის, მათ შორის არის რეანომობილები, საშუალო და მაღალი გამავლობის „სასწრაფო დახმარების" მანქანები.

ყველა ახალი ამბავი
0