თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა.
მამა-შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მამაკაცი მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, შვილი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო დაზიანებები რუსთავშიც მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ „ინფორუსთავზე“ დაყრდნობით. დაშავებულია 4 ადამიანი. მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
8 წლის ბიჭი, რომელსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდა, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჩაუტარდა ოპერაცია.
თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულთა რიცხვი იზრდება >>
10 წლის ბიჭი, 21 და 33 წლის მამაკაცები კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მათაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდათ და ჩაუტარდათ ოპერაცია.
პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.