კახეთში პიროტექნიკით ქალი და მამაკაცი დაშავდნენ

© FB/ Municipality of Poti Cityფეიერვერკი
ფეიერვერკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
ორივე დაშავებული თბილისშია გადაყვანილი

თბილისი, 1 იანვარი -  Sputnik. თელავში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად  ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

 ფოიერვერკების შოუ - Sputnik საქართველო
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით ქუთაისსა და რუსთავში 6 ადამიანი დაშავდა

დაშავებულებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ხელის მტევნების დაზიანებით მიმართეს.

„შემოვიდნენ პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი. ქალს უფრო მეტად ჰქონდა მტევანი დაზიანებული. ორივე მათგანი საჭიროებდა მიკროქირურგთან კონსულტაციას“, – განაცხადა ხათუნაა ჭონიაშვილმა.

მისი განმარტებით,  ორივე დაშავებული თბილისშია გადაყვანილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0