სალომე ზურაბიშვილმა საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

CC BY 2.0 / meesh / barring freedomსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  სამი მსჯავრდებული ქალი ახალ წელს სახლში შეხვდება

 

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება პირველად გამოიყენა და საახალწლოდ სამი მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

 „საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან სამივე ქალბატონია. მათ შორის, ერთი ქალბატონი ორსულადაა, მეორე ქალბატონი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სამივე მსჯავრდებული ქალბატონი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

ადმინისტრაციის ცნობით,  საქართველოს პრეზიდენტი  შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი  წევრებით დაკომპლექტებას გეგმავს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა. აღსანიშნავია, რომ  ახალი რედაქციის მიხედვით,  პრეზიდენტს უცვლელად შეუნარჩუნდა მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება.

ყველა ახალი ამბავი
0