საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გათავისუფლებულთა გარდა, 27 მსჯავრდებულს, რომელთა შორის ორი ქალია, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმსუბუქდა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 57 მსჯავრდებულის შეწყალებას მოაწერა ხელი, განაცხადა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ბაქრაძე გამარჯვების შემთხვევაში მერაბიშვილს შეიწყალებს

2018 წლის 25 ოქტომბრის შეწყალების აქტით დღეს საპატიმროებს 30 მსჯავრდებული დატოვებს, 27 მსჯავრდებულს კი, რომელთა შორის ორი ქალია, სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში სულ 575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

საქართველოში შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო შესაწყალებელ პირთა სიას მას აწვდის სახელმწიფო კომისია განსახილველი განცხადებების შესწავლის შემდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0