გურამ კაშიამ საფულე დაკარგა: რას ჰპირდება ფეხბურთელი მპოვნელს

გამოწერა
ფეხბურთელს საფულეში გარკვეული თანხა, ბარათები და ჰოლანდიის მართვის მოწმობა ედო

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს  საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ საფულე დაკარგა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ფეხბურთელის განცხადებაზე დაყრდნობით.

ფეხბურთელს საფულეში  გარკვეული თანხა, ბარათები და ჰოლანდიის მართვის მოწმობა ედო.

გურამ კაშია და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოეს

„არც თანხა და არც ის ბარათები, რაც იქ დევს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მართვის მოწმობა, იმისათვის, რომ ვარჯიშზე ვიარო. ასე რომ, ახლა მპოვნელზეა პასუხისმგებლობა, ვივლი თუ არა ვარჯიშზე“, - განაცხადა კაშიამ გადაცემაში „სპორტი იმედზე“.

როგორც ცნობილია, ვინც ფეხბურთელს საფულეს დაუბრუნებს, მას გურამ კაშიას წარწერიანი მაისური გადაეცემა.

გურამ კაშია ამერიკულ MLS-ის კლუბ „სან-ხოსეს“ ცენტრალური მცველია. ის კლუბში ამ ზაფხულს გადავიდა. მანამდე, 2010 წლიდან,  რვა წლის განმავლობაში ის ჰოლანდიური „ვიტესის“ სახელით თამაშობდა. ბოლო რამდენიმე წელი კაშია გუნდის კაპიტანი იყო, ამ სეზონზე კი მან კლუბის ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში რეკორდი დაამყარა. კაშიას ანგარიშზე 293 თამაშია, სადაც მან 25 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0