გურამ კაშია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოეს

© photo: Giorgi Margvelashvili / FB გურამ კაშია და გიორგი მარგველაშვილი
გურამ კაშია და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულში ფეხბურთელს თანასწორობის საკითხებში გაბედული საზოგადოებრივი პოზიციისთვის უეფას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს და ამერიკული MLS-ის კლუბ „სან-ხოსე ეართქვეიკსის“ მცველ გურამ კაშიას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქართველმა ფეხბურთელმა და საზოგადო მოღვაწეებმა ჯილდო ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის მიიღეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა >>

„ეს არის იმ ადამიანების გამოყოფა და მათთვის მადლობის თქმა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი დაპირისპირების შემცირების, განსხვავებული ადამიანის პატივისცემის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. მინდა ამ ადამიანებს გამოვუხატო მადლობა ქვეყნის სახელით“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მიმდინარე წლის ზაფხულში გურამ კაშია უეფას ჯილდოს Equal Game მფლობელი გახდა, რომელიც ფეხბურთელს თანასწორობის საკითხებში გაბედული საზოგადოებრივი პოზიციისთვის გადაეცა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
უეფა Equal Game-ის ჯილდოს პირველად ქართველ ფეხბურთელს გადასცემს

გასულ სეზონზე კაშია ჰოლანდიური „ვიტესის“ სახელით ასპარეზობდა და მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიური კლუბების კაპიტნების აქციაში. კაშია სხვა კაპიტნების მსგავსად შიდა არენაზე ცისარტყელას ფერებით გაფორმებული სამკლაურით გამოვიდა და ამით ლგბტ-საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოში აღნიშნულმა ჟესტმა კრიტიკული გამოხმაურებები და ნეგატიური ტალღა გამოიწვია — გაისმა კაშიას მიერ ეროვნული ნაკრების დატოვების მოწოდებებიც. მაგრამ მცველმა გაუძლო შეურაცხყოფებისა და მუქარების წნეხს. მან განაცხადა, რომ არ ნანობს, რომ სამკლაური გაიკეთა და თანასწორობის და სოციალური ინტეგრაციის იდეების ერთგული დარჩა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფამ დააჯილდოვა >>

თანასწორობის მხარდამჭერი საჯარო განცხადებების შემდეგ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საფეხბურთო საზოგადოებამ, სხვა ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ჩათვლით. უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა კაშია „ძლიერი ხასიათისა და სიმამაცისთვის“ შეაქო.

ყველა ახალი ამბავი
0