საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყაზახეთში საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა

გამოწერა
სეზონის მანძილზე 30 მატჩში კანკავამ სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 22 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში მოხვდა, ნათქვამია ყაზახეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის განცხადებაში.

უეფას ერთა ლიგა. საქართველო-ყაზახეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში რეკორდი დაამყარა

საუკეთესო მოთამაშეების სია განისაზღვრა კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობდნენ ეროვნულ პირველობაში მონაწილე გუნდების მწვრთნელები. თითოეულ პოზიციაზე არჩევდნენ ორ ფეხბურთელს. ჯაბა კანკავას „მეწყვილე" გახდა „ასტანის" ნახევარმცველი ივან მაევსკი.

გასულ სეზონში კანკავამ „ტობოლის" შემადგენლობაში ითამაშა 30 მატჩში, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

ყაზახეთის ჩემპიონატის შედეგებით, "ტობოლმა" მესამე ადგილი დაიკავა, შესაბამისად, გუნდი მონაწილეობას მიიღებს უეფას ევროპის ლიგის შემდეგი სეზონის გათამაშებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0