ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე სამართალდარღვევის 378 ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Ilya Timin / გადასვლა მედიაბანკშიმონადირე
მონადირე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონზე, რომელიც ქვეყანაში 18 აგვისტოს დაიწყო, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღის გამოყენების 378 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის Facebook-გვერდზე.

დეპარტამენტის ცნობით,  18 აგვისტოდან 30 დეკემბრის ჩათვლით ამოღებულია 303 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. მანოკი, რომლითაც მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებს მოიზიდავენ და შემდეგ მათზე ნადირობენ.

მგლები - Sputnik საქართველო
წყალტუბოს რაიონს მგლები შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს

„ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით, გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან „მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, აგრეთვე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0