https://sputnik-georgia.com/20181229/iranis-moqalaqe-daakaves-243703138.html
ირანის მოქალაქე 300 გრამამდე ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
ირანის მოქალაქე 300 გრამამდე ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულს საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება 29.12.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-12-29T11:46+0400
2018-12-29T11:46+0400
2021-10-19T16:48+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში –2018, შემთხვევები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში –2018, შემთხვევები, საქართველო
ირანის მოქალაქე 300 გრამამდე ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
11:46 29.12.2018 (განახლებულია: 16:48 19.10.2021) დაკავებულს საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანისთვის 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 31 წლის ირანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის რაიონში, თბილისის ავტომაგისტრალის მე–15 კილომეტრზე შეაჩერეს. პოლიციამ ექვს შეკვრად დაფასოებული, 300 გრამამდე ჰეროინი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
შსს–ში გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.