„ბახალა" სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა") თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რაც შეეხება, ამავე საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს, იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი თავდაპირველად 2017 წლის 25 იანვარს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იგი 2017 წლის 14 ივლისს 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. თუმცა, 2018 წლის იანვარში მსახიობი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მიმდინარე წლის 2 აპრილს კი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ირაკლი ქორიძესთან ერთად ახალი ბრალდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა. აპრილში შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 2017 წლის იანვარში თურქეთიდან საქართველოში რენომობილით 900 აბი ბუპრენორფინის შემოტანის შესახებ. უწყების მტკიცებით, გიორგანაშვილი სამკაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო. დააკავეს ამ დაჯგუფების მეთაური ირაკლი ქორიძეც, რომელიც მანამდე ნარკოდანაშაულზე იყო გასამართლებული. მესამე ბოროტმოქმედი, ჯაბა ხულორდავა კი, ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დააკავეს და ნარკოტიკების შემოტანისთვის 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0