მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი დღეს საქალაქო სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა") თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც იგი დარბაზიდან ბორკილებით გაიყვანეს.

საგამოძიებო უწყება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
მსახიობი ლაშა კურტანიძე პრეზიდენტმა შეიწყალა

აღნიშნული ბრალდებით მსახიობი 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს, თუმცა იგი 2017 წლის 14 ივლისს 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

როგორც დაცვის მხარე აცხადებდა, 45 აბი ე.წ. სუბუტექსი გიორგანაშვილს სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მსახიობი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მოსამართლის გადაწყევტილებას ხმაური მოჰყვა. ქართული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია მსახიობის მეგობრები რეჟისორი თორნიკე ბზიავა და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი ბექა წიქარიშვილი. მათ მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0