ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე შუშის იატაკი დაზიანდა

© photo: courtesy of Miho Neimanხიდი ქუთაისში
ხიდი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ისტორიული ხიდის დაზიანება.

თბილისი, 29 დეკემბერი  — Sputnik. ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე შუშის იატაკი დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხიდი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციით უკმაყოფილოა

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ,  მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერებიდან ჩანაწერებს ამოიღებენ, რათა დაადგინონ, რამ გამოიწვია ისტორიულ თეთრ ხიდზე იატაკის დაზიანება.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ რა ადგილი ვანდალიზმს. ამ საკითზე მოკვლევა მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა ხიდზე სტიკერები დააკრეს „ფრთხილად სახიფათოა".

ქუთაისის მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები არაკეთილსინდისიერად შეასრულა, რის გამოც დაჯარიმდა და ასევე თვითმმართველმა ორგანომ სასამართლოშიც უჩივლა მას.

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის მდგომარეობას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის.

ხიდის რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა, რისთვისაც 436 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

ქუთაისში განახლებული ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან შემსრულებელი კომპანია „ალმა რუს საქართველო“ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.

ყველა ახალი ამბავი
0