ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციით უკმაყოფილოა

© photo: courtesy of Miho Neimanხიდი ქუთაისში
ხიდი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის შემსრულებელ კომპანიას თანხის ნაწილის დაბრუნება მოსთხოვა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის მერიამ თეთრ ხიდზე სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ალმა რუს საქართველოს“ შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 436 000 ლარი დაუჯდა.

ხიდი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა

ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება. თუმცა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდზე რამდენიმე პრობლემა და ხარვეზი გამოვლინდა.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დარიცხული თანხის ნაწილის უკან დაბრუნება მოთხოვა.

ქუთაისის მერიამ კომპანიას გადარიცხული თანხიდან 185 ათასი ლარის უკან დასაბრუნებლად 5 დღის ვადა მისცა, რომელიც სწორედ დღეს ამოიწურა. 

თავად კომპანიაში თანხის დაბრუნებაზე არაფერს ამბობენ, მერია კი თავის მხრივ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

ქუთაისში განახლებული ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან შემსრულებელი კომპანია „ალმა რუს საქართველო“ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად რეკონსტრუქციის გაუთვალისწინებელ სირთულეს ასახელებდა.



ყველა ახალი ამბავი
0