საშიში პიროტექნიკა: 25 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული

© Pixabay / Greyerbabyფეიერვერკი
ფეიერვერკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამ დროისათვის 25 დაზარალებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

დაეთანხმება თუ არა პარლამენტი არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას>>>

მათ ძირთადად დამწვრობა და კიდურების, ასევე თვალის ტრავმული დაზიანებები აღენიშნებათ.

„პრაქტიკულად უკონტროლოდ ხდება დაზიანებების მიყენება ამ პიროტექნიკის საშუალებით. ასაკობრივად ვერ გამოვყოფდი მხოლოდ ბავშვებს, რადგანაც გვხვდებიან ზრდასრული ადამიანებიც. შარშან ყველაზე დიდი ნაკადი ახალი წლის ღამეს იყო, როცა საავადმყოფოში პაციენტები 2 წუთის ინტერვალით შემოდიოდნენ", - აცხადებს ექიმი დავით ლოლაძე.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

საახალწლო სალუტი - Sputnik საქართველო
„პიროტექნიკასთან ფრთხილად" - საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.

სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ყოველწლიურად გასცემს პიროტექნიკის ნაწარმის გამოყენების რეკომენდაციებს:

- არ გამოიყენოთ პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში;

- სადღესასწაულო „ასაფეთქებლებს“ მოარიდოთ მოზარდები და არ დართოთ მათი გამოყენების უფლება, უკიდურეს შემთხვევაში, მეთვალყურეობის გარეშე;

- გაეცანით პიროტექნიკის ნაწარმის კონკრეტული სახეობის გამოყენების ინსტრუქციას;

- თავისუფალი გაყიდვისთვის ნებადართული პიროტექნიკური შემადგენლობის მქონე ნაკეთობა, რომელიც განკუთვნილია სინათლის, ხმოვანი, კვამლის და კომბინირებული ეფექტების შესაქმნელად, გამოყენებამდე შეინახეთ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;

- პიროტექნიკის უყურადღებო გამოყენებამ შეიძლება შენობების დაზიანება გამოიწვიოს. შესაძლო ზარალის თავიდან აცილების მიზნით არ დატოვოთ კარი და ფანჯარა ღია მდგომარეობაში მაშინ, როდესაც მოსახლეობა მასობრივად დაიწყებს პიროტექნიკის გამოყენებას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0