დაეთანხმება თუ არა პარლამენტი არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვას

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიპიროტექნიკის მაღაზია
პიროტექნიკის მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო ბიუროს სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პარლამენტის ბიუროს  10 დეკემბრის სხდომაზე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით პიროტექნიკის არასრულწლოვანისთვის მიყიდვა იკრძალება და დასჯადი ხდება.

ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში დაბადების დღის აღსანიშნავად გაშვებული ფეიერვერკისთვის მოქალაქე დააჯარიმეს

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი და ზაზა გაბუნია.

ცვლილებები მოიცავს: პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის შემთხვევაში ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 200 ლარით. ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას.

ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის მაღაზიაში აფეთქება მოხდა >>

„პიროტექნიკურ ნაკეთობებზე არასრულწლოვანთა თავისუფალი წვდომის საფრთხე არაერთხელ დადასტურდა სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკური ნაკეთობების აფეთქების ან აალების შედეგად არასრულწოვანების მიერ მიღებული სხეულის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანების ფაქტებით. 2018 წლის იანვარში თბილისში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პიროტექნიკით გამოწვეული ტრავმული დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული იყო 44 ადამიანი, მათ შორის 24 არასრულწლოვანი. 2017 წელის დასაწყისშიც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 54 ადამიანი დაშავდა“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დასჯადია ნებისმიერი პიროტექნიკის გამოყენება ღამის საათებში (23:00 საათიდან 07:00 საათამდე), გარდა დღესასწაულებისა: ახალი წელი, ძველით ახალი წელი, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის დღე.

ყველა ახალი ამბავი
0