ბათუმის ბულვარი გონიომდე გაგრძელდება

© Sputnik / STRINGERბათუმის ბულვარი შემოდგომაზე
ბათუმის ბულვარი შემოდგომაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი წლიდან აჭარაში რამდენიმე შეჩერებული მშენებლობაც განახლდება

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების პროექტზე მუშაობის დაწყება დააანონსა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საუბარია ბათუმის ახალი ბულვარის გზის სანაპირო ზოლის პარალელურად გაგრძელებაზე, რომელიც გონიოს პოლიგონს ჭოროხზე აგებული ხიდის მეშვეობით უნდა დაუკავშირდეს.

„პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, მხარი დაგვიჭირეს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის ბანკს დაევალოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის გაკეთება. შემდეგ წელს კი მომზადდება სატენდერო წინადადება და მეორე ფაზაზე გამოცხადდება მშენებლობა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ანბანის კოშკი ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში „ანბანის“ კოშკთან ექვსი ცათამბჯენი აშენდება

გონიოს ხიდის მშენებლობის პროექტი 2012 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ იდეა ვერ განხორციელდა. პროექტის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად კვლევის ჩატარების აუცილებლობა დასახელდა, რადგან ჭოროხის დელტა, სადაც ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია.

პროექტზე მუშაობას, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აზიის ბანკი მომავალი წლიდან დაიწყებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხიც დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. მათ შორის „კემპინსკისა" და „ბაბილონ თაუერის" შეჩერებული პროექტებიც დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0