კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

გამოწერა
გოდერძი ყველაზე ახალგაზრდა ზამთრის კურორტია საქართველოში, ის 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა

თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. დღეს სამთო სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კურორტი თეთნულდი - Sputnik საქართველო
მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

სათხილამურო ტრასები,  სასტუმროები და კოტეჯები დამსვენებლების მისაღებად მზად არის.  კურორტზე თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა.

„განსაკუთრებით მახარებს, რომ რთული კლიმატური პირობების ფონზეც კი, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ტურისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან აქტიურად ინტერესდებიან გოდერძით, ხულოთი და დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის პირობებს, რომელიც თითოეულ ხულოელს ეკადრება და მთელ აჭარას სჭირდება“,- განაცხადა სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ

გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე რვა კილომეტრია. კურორტზე არის ორი დიდი საბაგირო, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2018- 2019 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. ასევე, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

© Sputnik / Seyran Baroyanსამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა - Sputnik საქართველო
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი

ამ ეტაპზე კურორტზე არსებობს თანამედროვე ტიპის ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმრო. ერთი კოტეჯი 12 კაცზეა გათვლილი.

გოდერძიზე ასევე არის 13-ნომრიანი სასტუმრო „დავითი“, რომელსაც ერთდროულად 40 ადამიანის მიღება შეუძლია. კიდევ ერთი სასტუმრო კურორტიდან ხუთ კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. ეს არის 10-ნომრიანი სასტუმრო, რომელსაც 30 სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს ყოველდღე ემსახურება სპეციალური სამგზავრო თოვლმავალი, რომელსაც დამსვენებლები გოდერძის საბაგიროს სადგურამდე გადაჰყავს.

გოდერძი ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0