მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

© FB / Ksenia Svaneti Parjianiკურორტი თეთნულდი
კურორტი თეთნულდი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად შაბათს გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კუორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტმა ტურისტებს სიურპრიზები მოუმზადა

სეზონი ყინულის სკულპტურების და ფოტოების გამოფენით დაიწყო. შემდეგ გაიმართა ანიმატორების, დრამების და ცეცხლოვანი შოუ.

„კურორტ თეთნულდზე, რომელიც ზღვის დონიდან 2,2 ათას მეტრზეა, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს, არის ოთხი საბაგირო და 30 კმ-ნი რვა სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის. კურორტის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე იქნება“, - აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გამცემლიძემ.

თეთნულდი ერთდროულად 6,8 ათასზე მეტი დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4,1 ათას მოთხილამურეს მოემსახურება. კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს. სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე იქნება. თეთნულდზე 4 საბაგირო და 4 სასრიალო ტრასა, რომლის საერთო სიგრძე 30 კილომეტრია.

ჰაწვალზე, რომელიც მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კილომეტრიანი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0