მსოფლიო მასშტაბით გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებელთა ნუსხაში ქართველი პედაგოგი შევიდა

© photo: Teacher's home / FBზეინაბ მურჯიკნელი მოსწავლეებთან ერთად
ზეინაბ მურჯიკნელი მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მასწავლებელი გერმანული პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მასწავლებელი ზეინაბ მურჯიკნელი იმ ათ პედაგოგს შორის აღმოჩნდა, რომლებიც პრესტიჟული გერმანული პრემიის PASCH მფლობელი გახდა.

პროგრამა PASCH, რომელიც იშიფრება, როგორც „სკოლა: მომავლის პარტნიორი", 2008 წელს შემუშავდა. მასში ორი ათასზე მეტი სკოლა მონაწილეობს. წელს პრემიის პრეტენდენტი იყო 62 კანდიდატი მსოფლიოს 35 ქვეყნიდან.

მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
მომავლის პედაგოგი წარსულიდან

PASCH-ის ჯილდო მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც ასწავლიან გერმანულს, როგორც მეორე ენას.

პრემიაზე კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ მასწავლებლის კოლეგებსა და მოსწავლეებს. მათ უნდა წარადგინონ მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო და დაასაბუთონ, თუ რატომ იმსახურებს მათი წარდგენილი კანდიდატი ამ ჯილდოს.

მურჯიკნელი გერმანულ ენას თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ასწავლის.

ყველა ახალი ამბავი
0