მომავლის პედაგოგი წარსულიდან

© photo: courtesy of Nini Razmadzeმოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინა გამყრელიძე პროფესიით ბიოლოგია.  30 წელი სკოლაში ასწავლიდა. მისი ჩატარებული გაკვეთილები დღემდე ახსოვთ მოსწავლეებს. მოხატული კლასი, მერხებში აყვავებული იები, პლასტელინისა და მძივებისგან შექმნილი ნახატები ... ეს მისი ხელწერა იყო...

ნინი რაზმაძე

- ყველაზე კარგად პირველი გაკვეთილი მახსოვს. მეოთხე კლასელები ჩამაბარეს, საკლასო  კარი რომ შევაღე, სრული ქაოსი იყო. ზოგი დარბოდა,  ზოგი ყვიროდა, ერთი ბიჭი მერხზეც კი იდგა, ხმაური იყო. თუმცა,  ათი წუთის შემდეგ სრული სიჩუმე ჩამოვარდა კლასში. ის, რომელიც მერხზე იდგა,  ძირს ჩამoვოდა და დაჯდა. დირექტორმა შემოიხედა და მითხრა რომ ეს ჩემი კლასი იქნებოდა. 

© photo: courtesy of Nini Razmadzeთინა გამყრელიძის ნამუშევარი
მომავლის პედაგოგი წარსულიდან - Sputnik საქართველო
თინა გამყრელიძის ნამუშევარი

- ქალბატონო თინა, რამდენი წელი ასწავლიდით სკოლაში?

- თბილისის მე-2 ექსპერიმენტულ სკოლაში  30 წელი ვასწავლიდი და ეს წლები, გარკვეულწილად,  მოსწავლეებთან ერთად ჩემი კაბინეტის მოხატვას მოვახმარე. დავხატეთ ორგანული სამყაროს წარმოქმნა, ეს მეხმარებოდა გაკვეთილის  ახსნაშიც. მოსწავლეებს ვაკეთებინებდი ენციკლოპედიებს. გაზეთებიდან და ჟურნალებიდან  მათთვის საინტერესო ფაქტებს ვჭრიდი  და  რვეულებში ვაკრავდით.  საბოლოო ჯამში ათასამდე  ე.წ. ენციკლოპედია გავაკეთეთ. მძივებით და პლასტელინებით კი ვაკეთებდით ნახატებს. ერთი ოთახის სტენდი მთიანად  პლასტელინით იყო მოხატული.

– რატომ  გადაწყვიტეთ სკოლის მოხატვა?

– ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი იყო, ბავშები აქციებზე დადიოდნენ, ამიტომ  გვინდოდა მათი ინტერესი სხვა რამეზე გადაგვეტანა, გვინდოდა ასე ვთქვათ, ისინი სხვა რამით დაგვეკავებინდა, ამიტომ გადავწყვიტე კედელი მოგვეხატა. ვისაც ხატვა არ შეეძლო,  საღებავებს მიხსნიდა, ყველა ჩართული იყო კედლის მოხატვაში. ქიმიის კაბინეტის მერხები მოგვცეს, რომელსაც შუაში  წყლის ჩასასხმელი ჰქონდა, ჩვენ შიგნით ქოთნები ჩავდგით და იები გავახრეთ. ყველა მერხზე ია იყო ამოსული. მიყვრდა ჩემი კაბინეტი და ბავშვები. 

© photo: courtesy of Nini Razmadzeმოსწავლეებთან ერთად
მომავლის პედაგოგი წარსულიდან - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

– შარშან სადარბაზოც  მოხატეთ...

– სულ არ ვაპირებდი სადარბაზოს მოხატვას. როდესაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად,  სადარბაზოს კედლებზე  დაწერილი წარწერები, გამოკრული განცხადებები მაწუხებდა...  ჩემი კარის მეზობელს შვილის ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი და  შემომჩივლა, რომ სახლიც მოსაწესრიგებელი ჰქონდა და სადარბაზოც. სწორედ  მაშინ გადავწყვიტე სადარბაზოს მოხატვა. ერთი თვე იყო დარჩენილი ქორწილამდე და დავიწყე ხატვა.  ამ საქმეში პედაგოგიური ალღოც დამეხმარა,  მეზობლის ბავშვები, რომლებიც კიბეზე დარბოდნენ,  დაინტერესდნენ თუ რას ვაკეთებდი – მათ ფუნჯი დავაჭერინე ხელში და ხატვა დაიწყეს...

– მას შემდეგ თქვენს სადარბაზოში მსგავსი წარწერები აღარ გამოჩენილა?

– არა, მსგავსი წარწერები აღარ გამოჩენილა. ახლა ბავშვების სურვილია, რომ კორპუსის გარე ფასადიც მოვხატოთ. ქორწილის დღეს მეზობელთან სტუმრები რომ მოვიდნენ, სახლის კარი გავაღე და მენდელსონის ვალსი ჩავრთე, რათა სხვა იერი მისცემოდა ყველაფერს. ერთმა ასაკოვანმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ ერთგვარ სამოთხეში მოხვდა. მაშინ დიდი ეფექტი მოახდინა კედლის მოხატვამ. ყველაფერს სხვა ელფერი შევძინეთ. ჩემი მხრიდან ეს იყო ერთგვარი საქორწინო  საჩუქარი. 

© photo: courtesy of Nini Razmadzeთინა გამყრელიძის ნამუშევარი
მომავლის პედაგოგი წარსულიდან - Sputnik საქართველო
თინა გამყრელიძის ნამუშევარი

– ბავშვები გვერდით დაგიდგნენ,  მათმა მშობლებმა არ გამოთქვეს დახარების სურვილი?

– ისინი უბრალოდ მეუბნებოდნენ,  რომ ამდენს ნუ ვწვალობდი... თუმცა, ნელ–ნელა ყველა შეეჩვია ამ სიახლეს...  კედლის მოხატვაში მხოლოდ ბავშვები იყვნენ ჩართული –ვისაც რა შეეძლო იმას აკეთბდა. 

© photo: courtesy of Nini Razmadzeთინა გამყრელიძე
მომავლის პედაგოგი წარსულიდან - Sputnik საქართველო
თინა გამყრელიძე

– როგორც ჩანს მოსწავლეებისთვის დასამახსორვებელი მასწავლებელი იყავით...

– მოსწავლეებმა მაჩუქეს ნახატების წიგნი „გულიდან გულში“,  რომელშიც  ბავშვები წლების განმავლობაში ჩანაწერებს ტოვებდნენ. ყველამ იცოდა რომ ჩემს კაბინეტში იყო წიგნი და ვისაც უნდოდა მოდიოდა და ჩანაწერს ტოვებდა.  ერთხელ ორ კლასს გაკვეთილი უცდებოდა და დირექტორმა მთხოვა მე ჩამეტარებინა.  გადავწყვიტე „მატარებლობანა“  მეთამაშა და თან ბიოლოგიის გაკვეთილი გაგვემეორებინა: უკან მდგომი  ბავშვი დასვამდა კითხავს,  თუ უპასუხებდა,   წინ გაუშვებდა, თუ არა ერთ-ერთ მხარეს დადგებოდა. როდესაც გაკვეთილი დამთავრდა,  ერთ-ერთი მოსწავლე მოვიდა და მითხრა,  რომ ამის შემდეგ  ყველა გაკვეთილს ისწავლიდა. სწორედ ბავშვებმა გადმომცეს სერტიფიკატი  ნომინაციაში - „მომავლის პედაგოგოი წარსულიდან“.

– სკოლის პერიოდს ძალიან თბილად იხსენებთ, რატომ  დატოვეთ სკოლა?

– სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში რომ მივედი,  ჩემი კაბინეტი გაჩანაგებული დამხვდა, ნივთები დამტვრეული, ენციკლოპედიები განადგურებული. ძალიან მეტკინა გული. 22 ნაშრომი მარტო სკოლისთვის მაქვს გაკეთებული.  თურმე, ჩემი კაბინეტი „კოპიუტერების“  ოთახად  გადააქციეს. როდესაც ყოველივე ეს  ვნახე,  არავითარი სურვილი აღარ დამრჩა  იქ დარჩენის. ერთადერთი ბიოლოგი ვარ,  რომელსაც საპატიო წოდება აქვს – სამჯერ  გავხდი  წლის საუკეთესო მასწავლებელი, შემდეგ  საპატიო წოდებაც მივიღე. თავიდან სკოლის დირექტორს ჩემი სკოლიდან გაშვება არ უნდოდა,  მაგრამ როდესაც დავინახე და ვიგრძენი უპატივცემულობა, მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. 

© photo: courtesy of Nini Razmadzeსადარბაზოს კედლები
მომავლის პედაგოგი წარსულიდან - Sputnik საქართველო
სადარბაზოს კედლები

– დღემდე ხატავთ?

– კი, ტილოზე ვხატავ. საერთოდ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა.   ჩემი ნახატები ძირითადად ბუნების პეიზაჟებია.  ბევრი ნახატი დამიგროვდა, თუმცა, გამოფენა არასდროს მომიწყვია. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ამიტომ, მგონია რომ ისეთი ნახატები არ მაქვს, გამოფენა რომ მოვაწყო.

ყველა ახალი ამბავი
0