საქართველოს ბანკებში ახალი წლიდან კრედიტების აღება გაცილებით გართულდება

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იპოთეკურ კრედიტებს 15 წელს ზემოდ ვადით აღარ გასცემენ

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 2019 წლის 1 იანვრიდან ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის პირობები  მნიშვნელოვნად გართულდება.

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე მონაცემები კვლავ განახლდა >>

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ თანახმად, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის მიღების მსურველთა ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის გაკეთება მოუწევთ.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს

უნდა ჩატარდეს დეტალური ანალიზი მოქალაქეების შემოსავლების, ხარჯების და საერთო ფინანსური ვალდებულებების კუთხით, შემოწმდეს ინფორმაციის, საკრედიტო ისტორიის ნამდვილობა და შეფასდეს ყველა დამატებითი ფაქტორი, რასაც კრედიტის გასტუმრებაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ამასთან ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აღარ იხელმძღვანელებენ იმით, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება აღემატება სესხის მოცულობას. ისინი გაითვალისწინებენ პირის მხოლოდ წმინდა შემოსავალს, ანუ იმ შემოსავალს, რომელიც ყველა ვალდებულებისა და გადასახადის გადახდის შემდეგ რჩება.

მაქსიმალური ყოველთვიური გადასახდელები წმინდა შემოსავლის დაანგარიშების შემდეგ დადგინდება. ასე მაგალითად, 2 ათას ლარამდე წმინდა შემოსავლის შემთხვევაში კრედიტის ყოველთვიური გადასახდელი ამ შემოსავლის 20-25%-ს არ უნდა აღემატებოდეს, 2 ათასი ლარიდან 4 ათას ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში - 25-30%-ს, ხოლო 4 ათას ზემოდ - 30-35%-ს. ეს ყველაფერი სესხზე გადასახდელების მაქსიმალური ვადის გათვალისწინებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი დაბალი ინფლაციის პროგნოზს აკეთებს >>

იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის - 10 წელი, ავტოკრედიტის - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის - 4 წელი.

ყველა დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქის წმინდა შემოსავალსა და გადასახდელებს შორის სხვაობა უნდა აღემატებოდეს „საქსტატის“ მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ყველა ახალი ამბავი
0