თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა საინტერესო ხდება

© Department of Tourism and Resorts of Ajaraბათუმი-ურეკის მატარებელი
ბათუმი-ურეკის მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან მატარებლის ვაგონში შესაძლებელია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების წიგნების კითხვა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებში „მოძრავი ბიბლიოთეკა" გაჩნდა.

საბავშვო ბაღის „კურსდამთავრებულები“ ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინელ ბავშვებს ქართულ ზღაპრებს წაუკითხავენ

ჯერჯერობით, მგზავრების განკარგულებაში ქართული გამომცემლობა „არტანუჯისა" და „ინტელექტის" წიგნებია. გარდა ამისა, ყველა მსურველს შეუძლია „მოძრავი ბიბლიოთეკისთვის" საკუთარი წიგნები მიიტანოს.

„მოძრავი ბიბლიოთეკის" კოლექციაშია როგორც ქართველი, ისე ქართულად თარგმნილი მსოფლიო კლასიკოსები.

„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მატარებლებში ადამიანებს უფრო მეტი ეკითხათ და მატარებლით მგზავრობა უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამხდარიყო", - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" პრეს-სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

სულ მალე, ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0