გარდაბანში პოლიციამ ნახევარი კილო „ჰეროინი" ამოიღო

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ქართლში 30 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ერთი შეკვრა „ჰეროინის“ შენახვისთვის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნახევარი კილო ნარკოტიკული საშუალება  „ჰეროინი" ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0