თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში 57 წლის მამაკაცი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.