შეიზღუდება თუ არა თბილისში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული

© Sputnik / Alex Shlamovტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან
ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონპროექტის მიღების მიზეზად კვიციანი საქართველოში ბოლო პერიოდში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით ტურისტების სიარულს ასახელებდა.

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარულის შეზღუდვასთან დაკავშირებული ინიციატივა დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიციატივით ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი გამოვიდა.

ტურისტი ქალები აღმოსავლეთიდან თბილისში - Sputnik საქართველო
მუსლიმი ქალების სამოსთან დაკავშირებით საქართველოში, შესაძლოა, აკრძალვები ამოქმედდეს

ცვლილებების პროექტის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება განმეორებით იქნებოდა ჩადენილი, ეს გამოიწვევდა დაჯარიმებას 1,5 ათასი ლარის ოდენობით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაც რელიგიურ კონფესიებს აწუხებთ. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც 21 იანვარს შეიკრიბება და რელიგიის საკითხებზე იმსჯელებს. სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ რელიგიის კანონიც იყოს მიღებული.

რაც შეეხება კვიციანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, კილაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფში გაიმართება.

მუსლიმი ქალების მიერ შესაბამისი სამოსის ტარების შესაძლო აკრძალვას გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი  იასინ ალიევიც, რომლის განცხადებით, ნიქაბისა და ბურკის ტარება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ არ უნდა აიკრძალოს, თუმცა შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია სახის დაფარვაზე.

„გვქონდა ინიციატივა, რომ არ იყოს კანონი ნიქაბისა და ბურკის თაობაზე, არამედ სახის დაფარვაზე იყოს, რაც გენდერული ნიშნითაც არ იქნება შეზღუდული და არც რელიგიური ნიშნით. თუ ბურკი და ნიქაბი იქნება ნახსენები, ეს ისლამთან არის დაკავშირებული. სახის დაფარვის აკრძალვის მომხრე ვართ, მაგრამ არა – ბურკის“, – აღნიშნა მუფტმა.

თბილისი თეირანთან სავიზო რეჟიმის გადახედვას გეგმავს?! >>

კანონპროექტის მიღების მიზეზად კვიციანი საქართველოში ბოლო პერიოდში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით ტურისტების სიარულს ასახელებდა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებული იყო, რომ აღნიშნული სამოსი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0