ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კრეატიულად: ბელადის ვაგონთან მამაკაცი დააკავეს

© Sputnik / STRINGERსტალინის პირადი ვაგონი გორში
სტალინის პირადი ვაგონი გორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული პირის საქმეს შეწყალების კომისია სწავლობს

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. გორში საბჭოთა ბელადის ვაგონთან მოსაშარდად მისული 25 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ღამით ვაგონთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ის კიბეებზე ავიდა და ვაგონის კარებთან გაჩერდა. ამ დროს ჩაირთო სიგნალიზაცია. დაცვის პოლიციამ პატრული გამოიძახა და მამაკაცი დააკავეს. ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

თომა ჩაგელიშვილი - Sputnik საქართველო
ჩაგელიშვილი: იმ გოგონებს სტალინი რომ არ გადაერჩინათ, როგორ წარიმართებოდა ჩვენი ისტორია?

ახსნა-განმარტებაში ბრალდებული აცხადებს, რომ ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და ვაგონთან მოსაშარდად მივიდა და ვაგონის გაქურდვის განზრახვა არ ჰქონია.

დაკავებული კაცის საქმეს შეწყალების კომისია სწავლობს.

„ეს ბიჭი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. როგორც გავიგეთ, შეწყალების კომისიისთვის ოჯახის წევრებს მიუმართავთ. ჩვენ ვაცნობეთ, რომ დაკავებულ მამაკაცთან არავითარი პრეტენზია გვაქვს. არ არის დაზიანებული ვაგონის კარები, არ არის დაკარგული რამე და ა.შ.“, - აღნიშნა სტალინის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა ლია ოქროპირიძემ.

გორი – უძველესი ქალაქი და სტალინის სამშობლო >>

ბრალდებული დააკავეს სტალინის ვაგონის ქურდობის მცდელობის ბრალდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული პირობით სასჯელს უკვე ერთი წელია იხდის. საქმესთან დაკავშირებით შეწყალების კომისიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გორში სამუზეუმო კომპლექსის ნაწილი, იოსებ სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც ის 1941 წლიდან მგზავრობდა, მათ შორის თეირანისა და იალტის კონფერენციებზე, მუზეუმს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზამ საჩუქრად 1985 წელს გადასცა.

 

ყველა ახალი ამბავი
0