გორი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც ქალაქის სტატუსი ოფიციალურად 1801 წელს მიენიჭა. დღემდე არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა, არამედ შორეული უცხოთის წარმომადგენლებიც გორს იოსებ სტალინის სახელს უკავშირებენ.
გორში სამუზეუმო კომპლექსი იმ ადგილობრივი მკვიდრის პატივსაცემად გაიხსნა, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924-1953 წლებში მართავდა. მუზეუმი სამი განყოფილებისგან შედგება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს. მთავარი კორპუსი სტალინისტურ გოთურ სტილში შესრულებული დიდი შენობაა. მუზეუმი 1951 წელს გაიხნა როგორც ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, მაგრამ აშკარა გახდა, რომ ის სტალინის მემორიალად ქცევას ისახავდა მიზნად.
მუზეუმში არსებულ ექსპოზიციებში ბევრი ისეთი ნივთია, რომლებიც რეალურად თუ ფაქტობრივად სტალინს ეკუთვნოდა. მათ შორის, მისი საოფისე ავეჯის ნაწილი, პირადი ნივთები და მისთვის მირთმეული საჩუქრები. ასევე წარმოდგენილია ბევრი საილუსტრაციო მასალა: დოკუმენტები, ფოტოები, ნახატები და საგაზეთო სტატიები. მთავარი მუზეუმის წინ სახლია, რომელშიც სტალინმა ბავშვობა გაატარა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია იოსებ სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც ის 1941 წლიდან მგზავრობდა, მათ შორის თეირანისა და იალტის კონფერენციებზე. ვაგონი მუზეუმს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზამ საჩუქრად 1985 წელს გადასცა.
გორს ტურისტები ხშირად სტუმრობენ, ქალაქში მრავლად იპოვით სუვენირებს სსრკ-ის სიმბოლიკით და სტალინის გამოსახულებით. უფრო მეტიც, არსებობს სუპერმარკეტი, რომლის წინა ფასადზე სტალინის დიდი პორტრეტია გამოფენილი. გარდა ამისა გორში სტალინის მომხრეები და კომუნისტური პარტიის წევრები რეგულარულად მართავენ აქციებს.
გორი – უძველესი ქალაქი და სტალინის სამშობლო
10:05 10.03.2016 (განახლებულია: 13:35 10.03.2016)
გამოწერა
© photo: Sputnik / Denis Aslanovეს ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენდა და ქალაქ გორის ცენტრალურ ციტადელს წარმოადგენს. მის ძირითად „კონკურენტებს“ ნარიყალა (თბილისი) და რაბათი (ახალციხე) წარმოადგენს.
1/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
ეს ციხესიმაგრე XIII საუკუნეში აშენდა და ქალაქ გორის ცენტრალურ ციტადელს წარმოადგენს. მის ძირითად „კონკურენტებს“ ნარიყალა (თბილისი) და რაბათი (ახალციხე) წარმოადგენს.
© photo: Sputnik / Denis Aslanovგორში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელში სტალინის დიდი პორტრეტია გამოფენილი.
2/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
გორში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის შესასვლელში სტალინის დიდი პორტრეტია გამოფენილი.
© photo: Sputnik / Denis Aslanovიოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორში.
3/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორში.
© photo: Sputnik / Denis Aslanovგორის მუზეუმში სტალინის პირად ვაგონსაც დაათვალიერებთ , რომელსაც ძველი იერსახე დღემდე აქვს შენარჩუნებული.
4/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
გორის მუზეუმში სტალინის პირად ვაგონსაც დაათვალიერებთ , რომელსაც ძველი იერსახე დღემდე აქვს შენარჩუნებული.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსახლი, სადაც ოთხ წლამდე ცხოვრობდა იოსებ ჯუღაშვილი. სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია.
5/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
სახლი, სადაც ოთხ წლამდე ცხოვრობდა იოსებ ჯუღაშვილი. სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლი შემორჩა. „ხალხის ბელადის“ დიდი ძეგლი, რომელიც გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს დემონსტრატიულად ჩამოხსნეს, ამ დრომდე არ დაუდგამთ მუზეუმის ტერიტორიაზე.
6/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სტალინის ძეგლი შემორჩა. „ხალხის ბელადის“ დიდი ძეგლი, რომელიც გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წელს დემონსტრატიულად ჩამოხსნეს, ამ დრომდე არ დაუდგამთ მუზეუმის ტერიტორიაზე.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსტალინის სახელმწიფო სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე კვარცხლბეკი, რომელზეც სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას, ამ დრომდე ცარიელია.
7/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
სტალინის სახელმწიფო სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე კვარცხლბეკი, რომელზეც სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას, ამ დრომდე ცარიელია.
© photo: Sputnik / Igor Astakhovსაზოგადოება „სტალინელისა“ და „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრებმა სტალინის ძეგლთან მიტინგი გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის ცენტრში მთავარი მონუმენტის აღდგენა მოსთხოვეს.
8/11
© photo: Sputnik / Igor Astakhov
საზოგადოება „სტალინელისა“ და „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის“ წევრებმა სტალინის ძეგლთან მიტინგი გამართეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქის ცენტრში მთავარი მონუმენტის აღდგენა მოსთხოვეს.
© photo: Sputnik / Igor Astakhovსაზოგადოება „სტალინელის“ წევრები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
9/11
© photo: Sputnik / Igor Astakhov
საზოგადოება „სტალინელის“ წევრები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
© photo: Sputnik / Denis Aslanovიოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში.
10/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში.
© photo: Sputnik / Denis Aslanovსამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის სახლი.
11/11
© photo: Sputnik / Denis Aslanov
სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის სახლი.