გორი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც ქალაქის სტატუსი ოფიციალურად 1801 წელს მიენიჭა. დღემდე არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობა, არამედ შორეული უცხოთის წარმომადგენლებიც გორს იოსებ სტალინის სახელს უკავშირებენ.
გორში სამუზეუმო კომპლექსი იმ ადგილობრივი მკვიდრის პატივსაცემად გაიხსნა, რომელიც საბჭოთა კავშირს 1924-1953 წლებში მართავდა. მუზეუმი სამი განყოფილებისგან შედგება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს. მთავარი კორპუსი სტალინისტურ გოთურ სტილში შესრულებული დიდი შენობაა. მუზეუმი 1951 წელს გაიხნა როგორც ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი, მაგრამ აშკარა გახდა, რომ ის სტალინის მემორიალად ქცევას ისახავდა მიზნად.
მუზეუმში არსებულ ექსპოზიციებში ბევრი ისეთი ნივთია, რომლებიც რეალურად თუ ფაქტობრივად სტალინს ეკუთვნოდა. მათ შორის, მისი საოფისე ავეჯის ნაწილი, პირადი ნივთები და მისთვის მირთმეული საჩუქრები. ასევე წარმოდგენილია ბევრი საილუსტრაციო მასალა: დოკუმენტები, ფოტოები, ნახატები და საგაზეთო სტატიები. მთავარი მუზეუმის წინ სახლია, რომელშიც სტალინმა ბავშვობა გაატარა. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია იოსებ სტალინის პირადი ვაგონი, რომლითაც ის 1941 წლიდან მგზავრობდა, მათ შორის თეირანისა და იალტის კონფერენციებზე. ვაგონი მუზეუმს ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზამ საჩუქრად 1985 წელს გადასცა.
გორს ტურისტები ხშირად სტუმრობენ, ქალაქში მრავლად იპოვით სუვენირებს სსრკ-ის სიმბოლიკით და სტალინის გამოსახულებით. უფრო მეტიც, არსებობს სუპერმარკეტი, რომლის წინა ფასადზე სტალინის დიდი პორტრეტია გამოფენილი. გარდა ამისა გორში სტალინის მომხრეები და კომუნისტური პარტიის წევრები რეგულარულად მართავენ აქციებს.










