„მის საქართველო 2018“ 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა

© Facebook / photo: Nini Gogichaishvili / FBნინი გოგიჩაიშვილი
ნინი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებული საქართველოს „მის მსოფლიო 2019“-ზე წარმოადგენს

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის ყველაზე გოგონა დაასახელეს - ესა არის 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი, რომელსაც „მის საქართველო 2018“-ის გვირგვინი და ტიტული ერგო.

ნინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულია. გოგონა ირჩევს ცხოვრების აქტიურ რიტმს და ურთიერთობას ადამიანებთან, რომლებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გოგიჩაიშვილი თავს შრომისმოყვარე პიროვნებად მიიჩნევს და მისთვის წარმატების ფორმულა არის სწორედ შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე მუშაობა.

თათია თექთურმანიძე - Sputnik საქართველო
ქართველი გოგონა „მის ოფისი 2018"-ის ფინალშია

გოგონას სიმაღლე 173 სმ, მისი პარამეტრებია 88-60-88. ნინი გოგიჩაიშვილი საქართველოს „მის მსოფლიო 2019“-ზე წარმოადგენს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, „ვიცე-მის საქართველო 2018“ 24 წლის თაკო ადამია გახდა.

შეგახსენებთ, „მის საქართველო-2018“-ის ტიტულისთვის თბილისიდან, რუსთავიდან, ფოთიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან და სოფელ ოკრიბადან სულ 14 კონკურსანტი იბრძოდა.

2017 წელს „მის საქართველო“ მოდელი ნია წივწივაძე გახდა, რომელიც ქვეყანას 2018 წლის „მის მსოფლიოზე“ წარმოადგენდა.

პროექტი „მის საქართველო“ - საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ეროვნული სილამაზის კონკურსია, რომელსაც 2003 წლიდან Image Centre ატარებს. ეს მასშტაბური პროექტი გოგონებს აძლევს შესაძლებლობას სამოდელო სფეროში პროფესიული გამოცდილება მიიღონ და სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

ყველა ახალი ამბავი
0