ილია II: უფალი ხშირად გვეხმარება, ჩვენ კი მადლობას არ ვწირავთ მას

© Sputnik / Alex Shlamovსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციის 41 წლისთავი აღინიშნებოდა

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მადლიერი, არ უნდა ივიწყებდეს უფლის მადლს, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს, იუწყება პირველი არხი.

დღეს პატრიარქმა უფლის მიმართ მადლიერების გრძნობაზე იქადაგა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია II: იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას

„დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას... ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს“, - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორეს თქმით, 23 დეკემბერს საქართველოს-კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს და როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის მადლობელია მრევლის, რომელთა დახმარებითაც, როგორც ილია მეორე ამბობს, მან შეძლო იმ მძიმე ჯვარის ტარება, რაც უფალმა დააკისრა.

პატრიარქმა კალაძეს 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობა შესთავაზა >>

„მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი. დიდება და მადლობა უფალს, და მადლობელი ვარ თქვენი, ჩემი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას. დიდება და მადლობა უფალს“, - ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ყველა ახალი ამბავი
0