თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა დღეს მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.