თბილისში მთავარი ნაძვის ხე აინთო

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის მთავარი ნაძვის ხე
თბილისის მთავარი ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ასეული თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე, რათა მონაწილეობა საახალწლო ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიაში მიეღო

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო.

მოედანზე ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონიაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მათი უმრავლესობა ბავშვები იყვნენ.

შეკრებილებს ნამდვილი სიურპრიზი მოუმზადეს. ნაძვის ხის ანთებამდე საახალწლო სცენაზე კაშკაშა შოუ გაიმართა. ნორჩმა მოცეკვავეებმა სტუმრებს ბალეტისა და აკრობატიკის ელემენტები უჩვენეს, მომღერლებმა კი მაყურებელი უბადლო შესრულებით ასიამოვნეს.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მოედანზე სტუმრებს საახალწლო სოფელიც უმასპინძლებს.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ისტორიაში პირველად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა. მანამდე ის პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიას ამშვენებდა - ახლა იქ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია „მამები სამართლიანობისთვის“. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე ერთი წელიწადი თავისი შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ. ამასთან ერთად, გამოძიება გრძელდება...

ყველა ახალი ამბავი
0