სოფო ნიჟარაძე: ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ იმდენი სისულელე მსმენია
„თავდაცვის მექანიზმი მქონდა, რომ თუ რამეს უპასუხოდ დავტოვებდი - ეს იქნებოდა ჩემი პასუხი ბევრ რამეზე“ - ამბობს სოფო ნიჟარაძე სატელევიზიო გადაცემაში.
სოფო ნიჟარაძე- მომღერალი, დაამთავრა მოსკოვის მუსიკალური აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი. იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის სოლისტი. შეასრულა მთავარი პარტიები მიუზიკლებში: "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", "ჩხიკვთა ქორწილი", "ჰელოუ, დოლი", "ვესტსაიდური ამბავი". არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი. მათ შორის ფესტივალებისა: "ბრავო ბარვისიმო"(იტალია), "ბროლის ნოტი"(რუსეთი), "ახალი ტალღა"(ლატვია). 2010 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიაზე. ესტრადის მომღერალი.