ტრაგედია ბათუმში: სასამართლომ „ლეოგრანდის“ მენეჯერებს პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სასამართლო
ბათუმის სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე,  21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა.

თბილისი,  21 დეკემბერი — Sputnik.  ბათუმის საქალაქო სასამართლომ  სასტუმრო „ლეოგრანდის“მენეჯერები, სადაც ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დამნაშავედ ცნო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხანძარი სასტუმროში 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რომელსაც ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით,   აალება სპა–სალონში მოხდა. შედეგად დაიღუპა ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე,  21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა. 

სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Sputnik საქართველო
ყოფილ „ლეოგრანდში“ კაზინომ მუშაობა განაახლა

ოთხი თვის შემდეგ შსსმ სასტუმროს მენეჯერების დაკავების შესახებ განაცხადა.

ტექნიკური მენეჯერისა (თურქეთის მოქალაქე) და ტექნიკური საწყობის ზედამხედველის (საქართველოს მოქალაქე) წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

სასამართლომ თურქეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საქართველოს მოქალაქის ბრალდება კი სასამართლოს მიერ  გადაკვალიფიცირდა „გულგრილობის“ მუხლით და 2 წლამდე ვადით პატიმრობა შეეფარდა.

„ლეოგრანდი" ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ყველა ახალი ამბავი
0