თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის ვირუსი
გრიპის ვირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გრიპის სეზონის დადგომის პარალელურად დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რის გამოც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

აფთიაქი - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძახებების დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებზე მოდის. 

ცენტრის განმარტებით, გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა და სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს.

„გრიპის სეზონის დადგომისთანავე დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის. იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა. შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ურჩევს მოქალაქეებს, ვირუსის ნიშნების გამოვლენის პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის კურსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0