N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
კონსტანტინე ეროიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონსტანტინე ვარდელის სახელობის კვარტეტმა ორი წლის არსებობის მანძილზე ორჯერ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, ორჯერვე პირველი პრემიის მფლობელი გახდა და პირველი დისკიც ჩაწერა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კვარტეტი 15 წლის მუსიკოსმა ჩამოაყალიბა.

კონსტანტინე ეროიანი ჯერ ისევ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეა. მუსიკის გარდა სერიოზულადაა გატაცებული კარატეთი და შავი ქამრის მფლობელი გახლავთ. მუსიკალურ ოჯახში დაიბადა, მამა ოპერისა და ბალეტის თეატრის ალტების ჯგუფის კონცერტმაისტერია, დედა კი ფორტეპიანოს მასწავლებელი. თავად ვიოლინო აირჩია...

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ეროიანი

– კოტე, მუსიკალურ ინსტრუმენტებში ვიოლინოზე რატომ შეაჩერე არჩევანი, რამდენადაც ვიცი, ყველაზე რთული ინსტრუმენტია...

– ოთხი წლის ვიყავი, როდესაც პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ ვიოლინოზე დამეკრა, მისი ჟღერადობა ყოველთვის მომწონდა. პატარაობიდან ვუსმენდი გამოჩენილ მუსიკოსებს ლიანა ისაკაძეს, ლიზა ბათიაშვილს, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო კვარტეტს... ინსტრუმენტის არჩევის დროს ალბათ ამ ყველაფერმა იმოქმედა. თავდაპირველად ალა ლაფერაშვილის კლასში ვიყავი, შემდეგ კონსტანტინე ვარდელთან გადავედი და მასთან ოთხი წელი ვსწავლობდი. ახლა პროფესორ ერნსტ არაქელოვის კლასში ვარ და წელს კონსერვატორიაში ვაბარებ.

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ეროიანი

– მუსიკალური კვარტეტი ასე მცირე ასაკში როგორ ჩამოაყალიბე?

– 15 წლის ვიყავი, როცა კვარტეტი პირველად შევკრიბე. ყოველი კონცერტის მერე ყოველთვის მინდოდა, რომ მსგავსი კვარტეტი მეც მყოლოდა და შემეგრძნო სიხარული, რომელსაც ჩემი მასწავლებელი ყოველთვის გრძნობდა. ეს ჩემთვის გადამდები აღმოჩნდა. თავიდან კვარტეტის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მსმენელის წინაშე წარვდექით იმ შემადგენლობით, რომელიც დღემდე უკრავს. იმედი მაქვს, რომ ეს მეგობრობა და სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგვიგრძელდება.

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ეროიანი

– დავასახელოთ კვარტეტის წევრები...

– კონსტანტინე ეროიანი – პირველი ვიოლინო, დავით აკოფიანი – მეორე ვიოლინო, გიორგი ნადარეიშვილი – ჩელო, ეკატერინე კაზარიანი – ალტი. წელს ოთხი სოლო კონცერტი გვქონდა და ორ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენთვის ყოველი გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო. კონცერტებს იმდენად ხშირად ვმართავთ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ გვრჩება.

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ეროიანი

– თქვენი კვარტეტის ისტორიაში უკვე ჩაიწერა წარმატებული ფურცლები...

– მონაწილეობა მივიღეთ ორ კონკურსზე და ორჯერვე პირველი პრემიის მფლობელები გავხდით. ზაფხულში ჩავწერეთ პირველი დისკი, რომელიც ბატონ კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას მივუძღვენით. შემდეგ ბატონი კონსტანტინეს ახლობლების თანადგომითა და სურვილით ვარდელის სახელობის კვარტეტი გავხდით. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მოვხვდით მალტის საერთაშორისო კონკურსის რამდენიმე საუკეთესო კვარტეტს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 იანვარს კონკურსის პირველ ტურზე მივფრინავთ. დისკზე ჩავწერეთ გრიგის კვარტეტი, ჰაიდნის კვარტეტი და სულხან ცინცაძის მინიატურები, ასევე გვაქვს დაკრული მენდელსონის მე-6 კვარტეტი, ჩაიკოვსკის "სუვენირი ფლორენციიდან" (სექსტეტი), მოცარტის კვარტეტები და სხვ. 28 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის წითელ დარბაზში ვმართავთ წლის ბოლო კონცერტს, რომელიც კვარტეტის ორი წლის იუბილეს მიეძღვნება. 

© photo : courtesy of Konstantine Eroyanკონსტანტინე ეროიანი
N1 მევიოლინის, კარატეში შავი ქამრის მფლობელი მოსწავლის მიერ შექმნილი მუსიკალური კვარტეტი - Sputnik საქართველო
კონსტანტინე ეროიანი

– მუსიკოსი რომ არ გამხდარიყავი, რომელ პროფესიაზე შეაჩერებდი არჩევანს?

– ალბათ იურისტი გავხდებოდი, ადვოკატი ან პროკურორი, სასამართლო პროცესები ყოველთვის მომწონდა. თუმცა მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე ვერ წარმოვიდგენ ცხოვრებას. სამწუხაროდ, საკმარისი ფინანსები არ გვაქვს, გვინდა, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ და საქართველო ვასახელოთ. ვფიქრობ, ყველაფერი წინ გვაქვს...

 

ყველა ახალი ამბავი
0