ცვლილებები ჯანდაცვის კანონში: პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო ხდება

© photo: Sputnik / Nikolai Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშიგრიპის ვაქცინაცია
გრიპის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილები 2019 წლის 1 იანვრიდან ბავშვების სავალდებულო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას გულისხმობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებაზე დაყრდნობით. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გრიპის უფასო ვაქცინაცია: მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ

დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ გულისხმობს რაიმე ტიპის საჯარიმო სანქციას.

„სავალდებულო ვაქცინაცია ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია“, – განაცხადა მან.

სერგეენკოს თქმით, პირველ ეტაპზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება ვაქცინაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე სამინისტრო აქამდეც განუწყვეტლივ მუშაობდა.  

„ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ, მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რათა იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ”, – განაცხადა სერგეენკომ. 

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
ზოიძე: ამ დროს უპირატესობა მიენიჭება ბავშვს, რომელსაც აცრის დამადასტურებელი საბუთი ექნება

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის კანონში შესული ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამგვარი ჩანაწერის გაკეთება აცრაზე უარის მთქმელთა რაოდენობას ამცირებს. 

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, თუმცა, პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად, მშობლების ნაწილი სხვადასხვა მოსაზრების გამო თავს არიდებს ბავშვების აცრას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებით 14 მლნ ადამიანი იღუპება, რომელთაგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები იცრებიან B ჰეპატიტზე, დიფტერიაზე, ტეტანუსზე, ყივანახველაზე, წითელაზე, წითურაზე, ყბაყურაზე, პოლიომიელიტზე, როტავირუსულ ინფექციაზე და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0