ზოიძე: ამ დროს უპირატესობა მიენიჭება ბავშვს, რომელსაც აცრის დამადასტურებელი საბუთი ექნება
„ექიმის მოვალეობაში იქნება, რომ მან ერთმნიშვნელოვნად გასცეს ინფორმაცია მშობელზე. დღეს ორჭოფულად აძლევენ რეკომენდაციას – ღირს თუ არა აცრა. ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობისთვის შემოდის უმაღლესი ხარისხის ვაქცინა, რომელშიც სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას იხდის“, – ამბობს აკაკი ზოიძე.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებსა და ბაღებში აცრებთან დაკავშირებით დოკუმენტის მიტანა სავალდებულო გახდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცრელ ბავშვს არ მიიღებენ. თუმცა შეზღუდული ადგილების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ბავშვს, რომელსაც აცრის დამადასტურებელი საბუთი ექნება.