„ქურდული სამყაროს“ წევრობის გამო დაკავებულთა რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს განყოფილება
შსს-ს განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა.

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის სამართალდამცველებმა წელს შარშანდელთან შედარებით 4-ჯერ მეტი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

2018 წელს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები შსს-მ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე  წარმოადგინა.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინაში დააკავეს

სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს დაკავებული იქნა 4 ე.წ. კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს" 52 წევრი, რაც, სტატისტიკური მაჩვენებლით, წინა წლის მონაცემზე 477%-ით მეტია. დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა.

ტრეფიკინგის ბრალდებით, 2018 წელს დაკავებულია 42 პირი, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შსს-მ მიმდინარე წელს 40 კიბერდამნაშავე დააკავა.

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 10 მოქალაქე, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“ >>

შსს-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 117 პირი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. მათ შორის ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 7 პირი.

შსს-მ 2018 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მხრივაც გადადგა. ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 19 ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა, რომელთა შედეგადაც მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 13 ე.წ. კანონიერი ქურდი.

ყველა ახალი ამბავი
0