ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინაში დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. კიევში სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, 46 წლის თემურ გვასალია დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „თემო სუხუმსკის“  სახელით არის ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
უკრაინაში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ აბროსკინმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

აბროსკინის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი სხვა კრიმინალებთან შეხვედრისას დააკავეს.

„კიევში დღეს ნაციონალური პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი ტურისტი დააკავეს – „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „თემო სუხუმსკი“, – წერს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი.

აბროსკინის განცხადებით,  დაკავებულს არ ახსოვს, როგორ და რა მიზნით მოხდა ის უკრაინაში. მისივე თქმით, დაკავებულს „ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნება არ სურს. აბროსკინი აღნიშნავს, რომ ეს იმის გამო, რომ საქართველოში „კანონიერი ქურდების“ მიმართ ძალიან მკაცრი კანონმდებლობა არსებობს, რომელიც უკრაინას ჯერჯერობით არ გააჩნია.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ.

გვასალია ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2015 წელს ზუგდიდშიც  დააკავეს, თუმცა ის მოსამართლემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

ყველა ახალი ამბავი
0