ტყიბულში მეშახტეებმა ხელფასების დაგვიანება გააპროტესტეს

© Sputnik / STRINGERმეშახტეები მინდელის შახტის შესასვლელთან
მეშახტეები მინდელის შახტის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეშახტეებს ხელფასი აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ.

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ტყიბულში მეშახტეებმა ხელფასების დროულად ჩარიცხვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეშახტეების ნაწილი მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა, სხვა მეშახტეებმა კი, რომლებიც დილით გეგმიური სარემონტო სამუშაოებისთვის შახტში ჩავიდნენ, პროტესტის ნიშნად შახტიდან ამოსვლაზე უარი განაცხადეს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
2018 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი დაიღუპა

საწარმოში დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ ხუთი დღეა ანაზღაურების ჩარიცხვას ელოდებიან. ხელფასის დაგვიანების გამო კი ისინი საბანკო ვალდებულებებს და კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან.

შახტში მოსალაპარაკებლად კომპანიის ფინანსური დირექტორი ჩავიდა. მოლაპარაკების შემდეგ მეშახტეები შახტიდან ამოსვლას დათანხმდნენ.

ამასობაში მეშახტეებს ხელფასი ჯერ კიდევ აქციის მიმდინარეობისას დაერიცხათ.

ტყიბულში „მინდელის“ შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა.

ბოლოს მომხდარი შემთხვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი, სადაც ტრაგედია დატრიალდა, უნდა დაიხუროს.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: რა შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს მინდელის შახტი

ტყიბულის შახტებში არსებული ვითარების შესწავლა გერმანული კომპანია DMT Group-ის ექსპერტებმა ნოემბერში დაიწყეს. შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც ექსპერტების დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება. პრემიერ ბახტაძის განცხადებით, ეს დასკვნა დეკემბერში უნდა დაიდოს.

დღესვე აქციის მონაწილეებმა მთავრობას სთხოვეს, დროულად აღდგეს შახტებში მუშაობა, რათა სახელფასო დავალიანების პრობლემები აღარ შეიქმნას.

ყველა ახალი ამბავი
0