პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანას ოჯახი პრეზიდენტს სთხოვს

© photo: Sputnik / Stringerათონელის რეზიდენცია
ათონელის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოკა და ცოტნე გამსახურდია აცხადებენ, რომ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ვერ ხერხდება

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. პირველი პრეზიდენტის საქმის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის მიზეზით შესაძლო დახურვა ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა ამჯერად ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პირველი პრეზიდენტის მომხრეები ათონელის რეზიდენციასთან ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მოთხოვნით შეიკრიბნენ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ამ საქმისთვის ყურადღების მიქცევა მოითხოვეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების ბოლომდე მიყვანა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო.

კოკა გამსახურდია - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პროკურატურასთან – ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობას აგრძელებენ

„მივმართავთ დღეს პეტიციით აუცილებლად და მის ადმინისტრაციაში შევა ეს წერილი, რათა მან თავისი სიტყვა შეასრულოს და ყურადღება მიაქციოს ამ საქმეს, რადგან საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის არ გამოძიება ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სახელმწიფოდ კიდევ ვერ შედგება“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება ზვიად გამსახურდიას“ წევრმა, მალხაზ გორგასლიძემ.

ზვიად გამსახურდიას შვილები – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები პროკურატურის შენობაში მეშვიდე დღეა შიმშილობენ. 18 დეკემბერს მათი ორგანიზებით პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. 19 დეკემბერს პირველი პრეზიდენტის შვილებმა პრესკონფერენცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გაახმოვანეს. მათ აღნიშნეს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის უშედეგო გამოძიებაში პასუხისმგებელ პირებს დაადგენს.

„ჩვენ ვიცით ის პირი, ვინც ამ საქმეში მთავარი ფიგურანტია, თუმცა, 31 დეკემბრამდე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამის შემდეგ ყველა გაიგებს თუ ვინ რა ნაბიჯი არ გადადგა საქმის გამოსაძიებლად", - განაცხადა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ცოტნე და კოკა გამსახურდია შიმშილობენ: პრეზიდენტის მკვლელობის საქმე შესაძლოა დაიხუროს

ზვიად გამსახურდიას შვილები ასევე საკანონმდებლო ნორმის ცვლილებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მეთაურების და მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა უნდა გაუქმდეს და უვადოთი შეიცვალოს.

გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. მაშინდელი გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა თავი მოიკლა. მაგრამ გამსახურდიას ოჯახი თვლის, რომ ის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0