სეისმოლოგი: თბილისში ადამიანის უსაფრთხოება ვაჭრობის საგნად იქცა

გამოწერა
ექსპერტი ამტკიცებს, რომ მშენებლობის ნებართვას არაკომპეტენტური ორგანოები გასცემენ.

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სამშენებლო სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა, მშენებლობის ნებართვებს არაკომპეტენტური ორგანოები გასცემენ, შედეგად ადამიანების უსაფრთხოება ვაჭრობის საგნად იქცა, განაცხადა პრესკონფერენციაზე „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.

კომპანიები ისეთ გეოლოგიურ დასკვნებს გასცემენ, რომლებიც, გეოლოგის თქმით, ვერ უძლებს კრიტიკას და თანამედროვე სტანდარტებს არ პასუხობს.

თბილისს კიდევ ერთი საფრთხე, სითბური ტალღები ემუქრება >>

„არიან 60-იანი წლების ექსპერტები, არც ინგლისური იციან, არც კომპიუტერი, ვეღარც თანამედროვე ლიტერატურას კითხულობენ და 1960 წლის სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. როცა ეკამათები, არ გისმენენ“, – განაცხადა გოდოლაძემ.

მეცნიერება სწრაფად ვითარდება და ფეხი თუ ვერ ავუწყვეთ, ჩამოვრჩებით, აღნიშნა სეისმოლოგმა.

„არ ხდება ექსპერტების საერთაშორისო სტანდარტებით ლიცენზირება. იქმნება კორუფციული სქემა, იმიტომ რომ ყველა ყველას ბიძაშვილია. საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა და მიწისძვრა აქ ბუნებრივი მოვლენაა, რომლის პროგნოზირება არ შეუძლია მსოფლიოში არავის. მოსახლეობის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია სეისმომედეგურ შენობებზე”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

თბილისი - Sputnik საქართველო
სეისმოლოგი: საქართველოში მიწისძვრები ყოველდღე ხდება

ამჟამად მშენებლობის ნებართვებს თბილისის მერია გასცემს, აცხადებს ექსპერტი.

„ფურცელზე ყველაფერი დალაგებული და იურიდიულად გამართულია. მერიიდან იურისტი კანონის ენით გელაპარაკება. როცა ეუბნები, რომ დოკუმენტს შინაარსობრივად აქვს პრობლემა, მომზადებულია არაკვალიფიციური ადამიანის მიერ და მორგებულია ბიზნესის ინტერესებზე და არა უსაფრთხოებაზე, არ ითვალისწინებენ”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ და აღნიშნა, რომ შეკრული წრე იქმნება.

სამშენებლო ბუმი თუ სასიკვდილო განაჩენი - სეისმოლოგები განგაშს ტეხენ >>

გოდოლაძემ არაერთხელ დასვა საქართველოში საშიში მშენებლობების თემა. ექსპერტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში სამშენებლო სამუშაოების უმრავლესობა დიდი რისკის ქვეშ ხორციელდება, რადგან გეოტექნიკური დასკვნები ხშირად გაყალბებულია.

ექსპერტის აზრით, ქვეყანაში გეოტექნიკური სამუშაოების დოკუმენტებს აყალბებენ. სულ რაღაც 100 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი დასკვნა, აღნიშნა გოდოლაძემ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიხვეწოს რეგულაციები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს. როდესაც სეისმოლოგები და გეოტექნიკოსები კონკრეტული ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას აწვდიან მშენებლებს, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია, რათა შენობა სწორად აშენდეს და სტიქიურ უბედურებას თავისუფლად გაუძლოს.

ყველა ახალი ამბავი
0