01:38 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
მრავალსართულიანი სახლები ფალიაშვილის ქუჩაზე

თბილისს კიდევ ერთი საფრთხე, სითბური ტალღები ემუქრება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (804)
2334 0 0

გარემოს დაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქალაქში აგებული უამრავი მაღალსართულიანი შენობის გამო, თბილისი ბუნებრივად აღარ ნიავდება. 

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვის ექსპერტ ნინო ჩხობაძის თქმით, თუ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება დაუყოვნებლივ არ დაიწყება, თბილისს კიდევ ერთი საგანგაშო პრობლემა დაემატება, იუწყება გაზეთი „რეზონანსი“.

ჩხობაძის თქმით, საუბარია სითბურრ ტალღებზე, რომელიც ქალაქში ტემპერატურას გაუსაძლისს გახდის.

„არ მინდა, მოსახლეობა შევაშინო, მაგრამ კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება თბილისს — სითბური ტალღები... იმდენად ბევრი შუშებიანი შენობა ავაშენეთ, რომ ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს. გაუსაძლისი იქნება ტემპერატურა ქალაქში“, — განაცხადა გარემოს დაცვის ექსპერტმა.

მისი თქმით, ქალაქში აგებული უამრავი მაღალსართულიანი შენობის გამო, თბილისი ბუნებრივად აღარ ნიავდება. გარდა ამისა, ჩხობაძე აღნიშნავს, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ან რომელიმე კონკრეტული უწყება. მისი თქმით, საქმე გვაქვს კომპლექსურ პრობლემასთან, რომელშიც წვლილი ყველა ადამიანმა შეიტანა.

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემის აღმოფხვრა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მუშაობა ეტაპობრივად, თუმცა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე პრობლემაზე საუბრობდა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძეც, რომლის თქმითაც, თბილისის განაშენიანებამ სახიფათო ზღვარს მიაღწია.

გოდოლაძემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისი პრაქტიკულად „ვეღარ სუნთქავს და შესაბამისად, ზაფხულში ქალაქში დარჩენა შეუძლებელია“, რაშიც არა მხოლოდ გამონაბოლქვი გაზებია დამნაშავე, არამედ მაღალსართულიანი შენობებიც.  

თემები:
თბილისი დღეს (804)

მთავარი თემები